კატეგორიები
10
მალე აქციები რუკაზე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
ადგილზე მიტანა
ტექსტილი
საბავშვო ნივთები
ალკოჰოლი და კვება ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
თავის მოვლა
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები
სხვადასხვა ჩამოსაშლელი სია
აფთიაქი
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

სამი რჩევა, თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე

ნახვების რაოდენობა 432

გაზაფხულდა, ბუნებასთან ერთად ჩვენი სხეულიც იღვიძებს და ჩვენგან განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ყველაზე მნიშვნელოვანია გამოზამთრებული სახის კანის გაჯანსაღება და ზაფხულისათვის მომზადება. სწორედ ამიტომ გვსურს გაგიზიაროთ 3 რჩევა კოსმეტოლოგებისაგან, რომელიც პროცესების ჯანსაღად წარმართვაში დაგეხმარებათ. მაშ ასე:

  • სახის კანის მოვლა პირველ რიგში მისი წმენდით იწყება. მოგეხსენებათ ზამთარში ჩვენი სახის კანი შრება, რადგან სიცივე იწვევს კაპილარების სპაზმს და შესაბამისი კეთილი ნივთიერებები, საკმარისი და თანაბარი რაოდენობით არ მიეწოდება სახის ყველა უბანს. სწორედ ამიტომ საჭიროა სახის წმენდა, იქნება ეს ღრმა თუ ზედაპირული, დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპსა და მისი დაბინძურების დონეზე.

  • გამოკვებეთ და დაიტენიანეთ ის - მას შემდეგ, რაც სახის კანს მოვაშორებთ მკვდარ უჯრედებს და სრულიად გავასუფთავებთ, აუცილებელია გამოვიყენოთ დამატენიანებელი და მკვებავი საცხები, დღის და ღამის ნიღბები. ამით კანს დავეხმარებით, არა მხოლოდ ორგანიზმიდან მიიღოს საჭირო ვიტამინები, არამენ ზედაპირზიც მოვამარაგოთ, რათა უფრო გლური და ჯანსაღი გახდეს.
  • გაზაფხული ასევე საუკეთესო სეზონია ინექციური თერაპიებისათვის, როგორიცაა - მეზოთერაპიაბიორევიტალიზაციაპლაზმოთერაპია და ლაზერული თერაპიები. თუმცა ამ მასტიმულირებელი პროცედურების შემდგომაც რეკომენდირებულია ბუნებრივი პროდუქტებით სახის კანის კვება და მოვლა. ზაფხული და რუჯი ხომ ყველას გვიყვარს? ამისათვის საჭიროა გამოზამთრებულ კანს მოვუაროთ და მოვამზადოთ ზაფხულისათვის, რომ რუჯი და D ვიტამინის აბაზანების ეფექტი თანაბარი და არადამაზიანებელი იყოს ჩვენი კანისათვის.

რაც მთავარია, თქვენს რჩეულ პროცედურებსა და პროდუქტებში ფინანსების დაზოგვა ნამდვილად გონივრულია, რადგან მაღალი ხარისხი და სასურველი შედეგები გარანტირებულია. ყოველთვის საუკეთესო შეთავაზებები #ჯერჰოთსეილზენახე რადგან #დაზოგვაჭკვიანურია.

← უკან