კატეგორიები
15
მალე პროფილი FACT SHEET
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
შოკ აქციები ჩამოსაშლელი სია
ტელეფონები ჩამოსაშლელი სია
ტექნიკა ჩამოსაშლელი სია
ტურიზმი ჩამოსაშლელი სია
აუზი
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
კვება ჩამოსაშლელი სია
გართობა ჩამოსაშლელი სია
სპორტი ჩამოსაშლელი სია
თავის მოვლა ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
სახლი და ეზო ჩამოსაშლელი სია
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები ჩამოსაშლელი სია
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს დაბადების დღეზე

საყვარელი ადამიანის გახარება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია. ერთი შეხედვით, თითქოს, რთული ჩანს ისეთი საჩუქრის არჩევა, რომელიც მის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. სინამდვილეში, ერთადერთი რისი ცოდნაც გჭირდებათ, მისი გემოვნებაა, დანარჩენზე კი ჩვენ ვიზრუნებთ.

 

Hotsale.ge-ს დახმარებით დაზოგავთ დროსა და თანხას, თანაც დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი არჩეული ნებისმიერი პროდუქტი იქნება საუკეთესო ხარისხის და ნებისმიერი მსურველის გემოვნებაზე მორგებული.

#1 მობილური

თუ თქვენს საყვარელ ადამიანს ტექნიკა უყვარს და მუდმივად ცდილობს, რომ ნებისმიერი სიახლის თანამონაწილე იყოს, მაშინ მობილური ტელეფონი საუკეთესო არჩევანია. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია მისი გემოვნებაც გაითვალისწინოთ, ამიტომ, Hotsale.ge მობილურების ფართო არჩევანს გთავაზობთ. შეიძინეთ „მობერი / MOBER“ -ის ტელეფონები მაღალი დანაზოგით, ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის, როგორც Samsung / სამსუნგი-ს მოყვარულთათვის, ასევე Apple-ის ერთგული მომხმარებლისთვის. არჩევანი თქვენთვის მოგვინდია.

#!#

#2 დასვენება

რთული და დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ, ალბათ, საუკეთესო საჩუქარია სასტუმროს ვაუჩერი. ხშირად, ადამიანები საკუთარი თავისთვის ვერ იმეტებენ რამდენიმე დღეს, რომ განიტვირთონ მაშინ, როდესაც დასვენება და ყოველდღიური სტრესისგან განთავისუფლება ძალიან საჭიროა. იმ შემთხვევისთვის, თუ უპირატესობას ზღვისპირა კურორტებს ანიჭებს, მაშინ „ბლექ სი რივიერა / BLACK SEA RIVIERA“ გთავაზობთ მშვიდ და კომფორტულ ნომრებს შეკვეთილში, „ერა პალასი / ERA PALACE“ კი გონიოში გაგიმასპინძლდებათ  საუზმითა და აუზით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს საყვარელ ადამიანს, აღმოსავლეთ საქართველოში ურჩევნია დასვენება, მაშინ  Hotsale.ge გირჩევთ, რომ კახეთს ეწვიოთ. „სასტუმრო `სავანეთი/SAVANETI“ კი ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. აქ გაგიმასპინძლდებიან გემრიელი საუზმით და სასიამოვნო გარემოთი. ხოლო თუ მაღალმთიან რეგიონში გსურთ განტვირთვა, მაშინ „სანშაინ ყაზბეგი / SUNSHINE KAZBEGI“ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ყაზბეგში დასასვენებლად.

#!#

#3 წიგნები

კითხვის მოყვარულთათვის წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია. ნებისმიერი ჟანრის შერჩევა შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, თანაც დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად გაახარებთ. “რიდერსლენდ.ჯი / READERSLAND.GE” გთავაზობთ წიგნების ფართო არჩევანს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

#!#

#4 სპა

სარელაქსაციო მასაჟი საუკეთესო საშუალებაა სხეულის მოდუნებისთვის, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ცირკულაციას, ავსებს ორგანიზმს ენერგიით. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ სპა პროცედურებს. „ბალნეოლოგიური კურორტი `თბილისი-სპა“ გთავაზობთ მთლიანი სხეულის სარელაქსაციო მასაჟს, გოგირდის აბაზანასა და საუნას. გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანი.

#!#

← უკან