კატეგორიები
13
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
სახლი და ეზო ჩამოსაშლელი სია
ART
თავის მოვლა ჩამოსაშლელი სია
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
სავარჯიშო აქსესუარები
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
სასტუმროები ჩამოსაშლელი სია
ალკოჰოლი ჩამოსაშლელი სია
კვება ჩამოსაშლელი სია
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
სუპერმარკეტი ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

2020 წლის ბესტსელერად ქცეული წიგნი, რომელიც გოგონებისთვის მოტივაციის წყაროა

ნახვების რაოდენობა 2036

მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია ისეთი შინარსიის წიგნებით, სადაც  ქალების სიძლიერესა და უსაზღვრო შესაძლებლობებს ხაზი მკაფიოდ აქვს გასმული. ვკითხულობთ წიგნებს ძლიერ, შემდგარ ქალებზე, რომლებმაც საკუთარი გზა და თავი იპოვეს. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური რეალურ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი წიგნები გახდა. გთავაზობთ წიგნს, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე მოთხრობილი ამბავი - ის არის  გზა, ახალი მოძრაობა ქალებისათვის, რომელიც მათ ახალ ძალასა და წარმატებისთვის ბრძოლის სურვილს უღვიძებს.

#GIRLBOSS - სოფია ამორუზო.

  “New-York Times”-ის ბესტსელერად ქცეულ წიგნს „Washington Post”-მა ასეთი განმარტება მიუძღვნა „დათანხმდი გამოწვევებს, მოეკიდეთ საქმეს მეტი პასუხისმგელობით, ისწავლეთ  შეცდომებზე“ . ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში სოფია ამარუზო გვიყვება თუ იქცა მეამბოხე მაწანწალიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საცალო ვაჭრობის დამფუძნებლად.

 სოფიამ თინეიჯერობის წლები წვრილმანი ქურდობის ჩადენასა და ნაგავსაყრელებზე ჭუჭყიანი ნამცხვრების ძებნაში გაატარა. 22 წლის ასაკში სკოლიდან გამოაგდეს, რის გამოც თავს გატეხილად და უმისამართოდ დარჩენილად გრძნობდა. მუშაობდა სამხატვრო სკოლის ვესტიბიულში საიდენტიფიკაციო ბარათების შემმოწმებლად, რათა ჯანმრთელობის დაზღვევა ჰქონდა და ეს იყო სწორედ ის ვესტიბიული, სადაც მან გადაწყვიტა  ვინტაჟური ტანსაცმლის გაყიდვა eBay-ზე დაეწყო.

 მოვლენების განვითარების შემდეგ დღევანდელ დღეს, რომ დავუბრუნდეთ სოფია ამორუზო Nasty Gal-ისა და Girl Boss-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ის არასდროს ყოფილა ტიპური დირექტორი, ის ყოველთვის მოუწოდებს მისნაირ გოგონებს, რომ ეძებონ უნიკალური გზა წარმატებისაკენ, მაშინაც კი როდესაც ეს გზა ჯოჯოხეთურად რთულია.

 #GIRLBOSS ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ წარმატება არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რომელ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში სწავლობდი ან რამდენად პოპულარული იყავი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მიენდობი საკუთარ ინსტინქტებს და მიყვები შენს შინაგან ხმას. აუცილებელია იცოდე წესები, რომლებსაც დაემორჩილები და რომლებსაც წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე დაამსხვრევ, როდის უნდა იყო მშვიდად და როდის უნდა მისცე საკუთარ თავს „აფრების“ გაშლის უფლება.

 ეს არის გულწრფელად, მახვილგონივრულად, იუმორით გადმოცემული ამბავი საკუთარ განვლილ გზაზე. რჩევაა, რომელიც მოგვიწოდებს, ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე, ვიწამოთ ჩვენი შინაგანი სიძლიერის და გავითავისოთ თუ როდის დავარღვიოთ რამდენიმე ტრადიციული წესი.

 მაშინ, როცა სამყარო სავსეა ინოვაციური იდეებითა და შესაძლებლობებით, ვალდებულნი ვართ თითოეულ შანსს, რომელიც ჩვენს ხელთ აღმოჩნდება  ბოლომდე ჩავეჭიდოთ, ვისწავლოთ დაშვებულ შეცდომებზე, წამოვდგეთ ყოველი დაცემის შემდეგ და იმედიანად შევხედოთ თითოეულ ნაიარევს, რომელსაც სწორედ ეს დაცემა გვიტოვებს. და ბოლოს, როგორც სოფია ამორუზო ამბობს: „ყოველი მარცხის უკან საიდუმლო შესაძლებლობები იმალება“.

← უკან