კატეგორიები
14
მალე პროფილი FACT SHEET
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
ტელეფონები ჩამოსაშლელი სია
საახალწლო შეთავაზებები ჩამოსაშლელი სია
ტექნიკა ჩამოსაშლელი სია
ტურიზმი ჩამოსაშლელი სია
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
კვება ჩამოსაშლელი სია
გართობა ჩამოსაშლელი სია
სპორტი ჩამოსაშლელი სია
თავის მოვლა ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
სახლი და ეზო ჩამოსაშლელი სია
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები ჩამოსაშლელი სია
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

კომპანიის ცნობადობის ამაღლების უნიკალური საშუალება - Hotsale-ის შეთავაზება ბიზნესებს

ცნობადობის ამაღლების, ლოიალური მომხმარებლების რაოდენობისა და შემოსავლის ზრდის სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს, თუმცა დანაზოგების ყველაზე პოპულარული პლატფორმა Hotsale.ge მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

წლების განმავლობაში, Hotsale-ს არაერთი კომპანიის პოპულარიზაციაში მიუძღვის წვლილი, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი თუ სტარტაპი, რომელთაც დანაზოგების მეშვეობით მომხმარებელთა დიდი არმია მოიზიდეს.

Hotsale-ის ერთგულ პარტნიორებს შორის არიან ცნობილი სილამაზის სალონები, კლინიკები, საყოფაცხოვრებო და წვრილი ტექნიკის რითეილერი კომპანიები, სამასპინძლო ბიზნესი, წიგნებისა და საკანცელარიო თუ სხვა აქსესუარების რითეილერები და სხვა ბიზნესები, რომლებიც დღეს ბაზარზე ლიდერები არიან.

მაგალითად, Hotsale-ის მუდმივ და ერთგულ პარტნიორებს წარმოადგენენ Castello Mare Hotel & Wellness Resort-ი, „ავერსის კლინიკა“, „ბოდი ესთეტიკი“, რესტორანი „იაკუძა“, „სპორტ თაიმი“ და სხვა მომხმარებლების მიერ უკვე აღიარებული ბიზნესები.

მთავარი სარგებელი, რასაც Hotsale-ისგან პარტნიორი კომპანია იღებს, არის:

  • ზოგავთ დროს;
  • არ გჭირდებათ დამატებითი მარკეტინგის გუნდი;
  • თქვენი პროდუქტი რეკლამდება უფასოდ;
  • თქვენი პროდუქტის მოძიება არის მარტივი დიდი აუდიტორიისთვის;
  • გაქვთ თქვენი ონლაინ მაღაზია სრულიად უფასოდ;
  • თქვენი პროდუქციის გაყიდვაზე ზრუნავს კვალიფიციური და დიდი გუნდი, რაც, საბოლოოდ, გიზოგავთ დროს, ფულს და რესურსს.

Hotsale-ზე დანაზოგის შეთავაზების განთავსება კომპანიისთვის მარკეტინგულად სწორად გაღებული რესურსია, რომელსაც ეფექტური შედეგი მოაქვს, მომხმარებელი კი იღებს შესაძლებლობას, რომ სასურველი სერვისი თუ პროდუქტი დიდი დანაზოგით შეიძინოს.

როგორც Hotsale-ში განმარტავენ, ბიზნესების მხრიდან განსაკუთრებული აქტივობა იგრძნობა წინასაახალწლო პერიოდში, როცა სერვისებსა და პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ სწორედ ნოემბერ-დეკემბერი საუკეთესო დროა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს გააცნოთ საკუთარი ბიზნესი და გაზარდოთ შემოსავალი.

„ჩვენთან თანამშრომლობა მარტივია, მთავარია, სერვისისა და პროდუქტის ხარისხი, რასაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენმა მომხმარებელმა უნდა მიიღოს სწორედ ის მომსახურება, რასაც Hotsale-ის ვებგვერდზე კითხულობს. ამგვარი მიდგომა სამივე მხარისთვის: ჩვენთვის, პარტნიორისთვის და მომხმარებლისთვის ერთნაირად სასარგებლოა“, - განგვიმარტეს Hotsale-ში.

← უკან