კატეგორიები
14
მალე პროფილი FACT SHEET
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
საბაგიროს აბონემენტები
ტელეფონები ჩამოსაშლელი სია
ტურიზმი ჩამოსაშლელი სია
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
ტექნიკა ჩამოსაშლელი სია
კვება ჩამოსაშლელი სია
გართობა ჩამოსაშლელი სია
სპორტი ჩამოსაშლელი სია
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
თავის მოვლა ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები ჩამოსაშლელი სია
სხვა ჩამოსაშლელი სია
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

Hotsale.ge და “ამპელო/Ampelo” პარტნიორები გახდნენ

განსაკუთრებული სიახლე Hotsale.ge-ს მომხმარებლებისთვის! პრემიუმ კლასის სასტუმრო "ამპელო რეზორტი" Hotsale.ge-ს შემოუერთდა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაისვენოს კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასტუმროში მაღალი დანაზოგით.

“ამპელო/Ampelo” მდებარეობს საქართველოს ულამაზეს კუთხეში, გურჯაანის რ-ნ, სოფ. კარდანახში, ხედით ალაზნის ველზე, შეფენილია გასაოცარ ცივგომბორის ქედზე მდებარე საუკუნოვანი მუხის ტყის ძირას. აქ ფართო ტერასებიდან შეგიძლიათ დატკბეთ გაშლილი მინდვრების ხედებით, მისტიკური პანორამით გრემისა და ნეკრესიდან საინგილოს სანახებამდე.

სასტუმრო მოიცავს 20 ნომერს, სადაც შესაძლებელია, ერთდროულად 50-მდე სტუმრის განთავსება.

        

შენობის ქვევით, სარდაფში განთავსებულია კომპლექსის ყველაზე საკრალური სივრცე, ღვინის მარანი, სადაც გაეცნობით ღვინის დაყენების უნიკალურ ტრადიციულ ტექნოლოგიას და შეძლებთ დააგემოვნოთ კომპანია ,,კარდანახი 1888’’-ის პრემიალური ღვინოები. სეზონურად, ასევე სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ საწნახელში ყურძნის დაწურვას, საქვეყნოდ ცნობილი ,,დედას პურის“ გამოცხობას კახურ თონეში, ჩურჩხელების ამოვლებას, ხინკლის მოხვევას, მწვადის შეწვას და სხვა.

კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია კახური “ზაოტი”, სადაც შეგიძლიათ დაესწროთ საქვეყნოდ ცნობილი კახური ჭაჭის გამოხდის პროცესს.

პრემიუმ კლასის სასტუმრო “ამპელო/Ampelo”, შენი კომფორტული და მრავალფეროვანი დასვენებისთვის გთავაზობს სხვადასხვა ტიპის სივრცესა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილ ნომრებს. სასტუმროს გააჩნია შემდეგი სივრცეები:

  •  ღია საცურაო აუზი;
  • ეთნო კუთხე;
  • დახურული დარბაზი, გათვლილი 120 სტუმარზე;
  • ღია ორ დონიანი ტერასა;
  • სათავადო დარბაზი;
  • სადეგუსტაციო დარბაზი;
  • VIP დარბაზი (დახურული შეხვედრებისთვის);
  • ეზოს ტერიტორიაზეა დასასვენებელი კუთხეები, ბავშვთა სათამაშო ადგილები, ფანჩატურები. ეზოს ამშვენებს მცირე არქიტექტურული ფორმები.

← უკან