კატეგორიები
12
მალე აქციები რუკაზე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
კვება ჩამოსაშლელი სია
ალკოჰოლი ჩამოსაშლელი სია
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
გართობა ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
სასტუმროები ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
ავეჯი
ტექნიკა
სხვადასხვა ჩამოსაშლელი სია
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

ნახვების რაოდენობა 659

უნიკალური ციფრული მუზეუმი უკვე ჩვენს ქალაქშიც

            გსმენიათ რამე ციფრულ მუზეუმის შესახებ? ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ დღევანდელ,   ციფრულ სამყაროში, უკვე მუზეუმიც კი გაციფრულდა.    საუბარი მაქვს თბილისის  ციფრულ  სივრცეზე,  სადაც შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო შედევრების ციფრული ვარიანტები, ფუნჯების მაგივრად ნეონის ნათურებით განათებული, საღებავების ნაცვლად ლაზერებით გაფერადებული და ტილოს ნაცვლად ჰოლოგრამაში გაცოცხლებული.

შეიძლება იფიქროთ, რომ ციფრულ მუზეუმში ნამდვილი ნახატები თავიანთ ავთენტურ ფორმებს კარგავენ, მაგრან მათ სრულად არ აქვთ იმის პრეტენზია, რომ დუბლიკატები იყვნენ თავიანთი ნამდვილი ორეულებისა, არამედ პირიქით, ციფრული მუზეუმში ახალი სიცოცხლე ენიჭება მათ. თუ მუზეუმში ვან გოგის მზესუმზირები სტატიკურ მდგომარეობაში არიან ტილოზე დახატულები, თბილისის ციფრულ სივრცეში ისინი ქართან ერთად შრიალებენ, ხედავთ მათ რხევას და თითქოს ყვავილების თანამონაწილე თავადვე ხართ ამ კაშკაშა ხორუმში. ციფრულ მუზეუმში სურათი აღარაა  მხოლოდ ტილოზე, არამედ ერთი საერთო სივრცის ნაწილი ხდება, რომლის ცენტრში თქვენ იმყოფებით და ამ მრავამფეროვანი ნათებებისა და გამჭოლი ლაზერების თაიგულში, შეიძლება იმაშიც კი დაეჭვდეთ, ვან გოგის მზესუმზირა გააციფრულეს თუ თავად - თქვენ?

მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ვაჟა ფშაველას ხმელი წიფელის ციფრული ვარინტი და თუ ოდესმე გიფიქრიათ, როგორ ახერხდება ვაჟა ბუნებასთან ასე დაახლოებას და ასეთი ნაწარმოებების წერას, გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ მისი ბუნებისა და სივრცის თანამონაწილე გამხდარიყავით, რაც მისი ასეთი უშრეტი ინსპირაციის წყარო იყო, ამის საშუალებას თბილისის ციფრული მუზეუმი გაძლევთ, მხოლოდ ძალიან განსხვავებული და ტექნოლოგიური ილუზიების საშუალებით. არ გამიკვირდება თუ ციფრულ წიფელებთან დროის გატარების შემდეგ, თქვენც ვაჟასავით ლექსების წერის სურვილი გაგიჩნდებათ.

ციფრული მუზეუმი ულამაზესი კონტრასტების სამყაროა, სადაც ერთმანეთს ხვდება ძველი და ახალი. ამ საოცარი კომბინაციისგან მიღებული შთაბეჭდილებები აუცილებლად ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.

ეწვიეთ თბილისის ციფრულ მუზეუმს მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კილომეტრი, სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლის მე-3 სართული. ამასთან, არ დაგავიწყდეთ #დაზოგვაჭკვიანურია და საუკეთესო შეთავაზებები #ჯერჰოთსეილზენახე

 

 

← უკან