კატეგორიები
10
მალე აქციები რუკაზე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
ადგილზე მიტანა
ტექსტილი
საბავშვო ნივთები
ალკოჰოლი და კვება ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
თავის მოვლა
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები
სხვადასხვა ჩამოსაშლელი სია
აფთიაქი
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

რა წიგნებით დავაინტერესოთ ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში?

ნახვების რაოდენობა 331

რამდენიმე დღეა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოქალაქეების დიდ ნაწილს
სახლიდან უწევს მუშაობა ან უბრალოდ, თვითიზოლაციაშია. ეს პროცესი
განსაკუთრებით მძიმეა ბავშვებისთვის, რომლებიც ბაღსა და სკოლებში აქტიურ
სოციალიზაციას არიან მიჩვეულები და ითხოვენ თანატოლებთან თამაშსა და გარეთ
გასვლას.

რეალურად, შესაძლებელია, ის დრო, რასაც სახლში ბავშვებთან ერთად ვატარებთ,
საინტერესოდ, სახალისოდ და შემეცნებითად გამოვიყენოთ. თუ დისტანციურად
მუშაობის ან თვითიზოლაციის პროცესს მომზადებულები ვერ შევხვდით,

ამ პრობლემას ონლაინ-პლატფორმები მოგვიგვარებენ, რადგან ისინი მზად არიან, ეს
არცთუ სასურველი, ნებაყოფლობითი გარემოსგან იზოლირება საინტერესო და
მრავალფეროვანი გახადონ როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ბავშვებისთვის.
ჩვენ ელექტრონული კომერციის პლატფორმა “რიდერსლენდთან” ერთად, ასაკობრივი
კატეგორიების მიხედვით შევარჩიეთ წიგნები, რომელიც ბავშვების ცხოვრებას
თვითიზოლაციის პერიოდში უფრო საინტერესოს გახდის. ამასთან, პლატფორმა მზად
არის, წიგნები სასურველ მისამართზე გამოგიგზავნოთ.

 

0-დან 3 წლამდე
თუ აქამდე ვერასდროს პოულობდით დროს, თქვენს პატარებთან ერთად, ახალი
აღმოჩენები გაგეკეთებინათ, ეს ორი ფერადი და სახალისო წიგნი, რომელიც 0-3 წლის
ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ამ პრობლემას მოგიგვარებთ.


“პირველი სიტყვები” - ეს არის 10 პატარა წიგნის სკოლამდელი ასაკის
ბავშვებისთვის, რომელიც მშობელთან ან აღმზრელთან ერთად უნდა დაათვალიერონ
და ახალი აღმოჩენები გააკეთონ, გაეცნონ, რომელი დასახელების ნივთს, მცენარესა
თუ გარემოში არსებულ სხვა მატერიას რა სახელით მოვიხსენიებთ.


“ჩემი პირველი 100 ცხოველი” - როგორც წესი, ბავშვების დიდ ნაწილს ცხოველთა
სამყარო აინტერესებთ, უყვართ თავიანთი რბილი სათამაშოები, რომლებსაც დათვის,
ძაღლის, კატის თუ სხვა ცხოველის ფორმა აქვს. ეს წიგნი - ჩანთა მათ საყვარელ
კოლექციას უფრო საინტერესოს გახდის, ამასთან, მათი ასაკის შესაბამისად
შეიმეცნებენ ფაუნის ახალ წევრებს.

 

3-დან 6 წლამდე
ამ ასაკშიც ბავშვებს მარტივ და მათი ასაკისთვის შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით.
რაც მთავარია, ეს წიგნები უნდა იყოს ფერადი, რომ სახლში მოწყენილობისგან
დაღლილი პატარების ყურადღება მიიპყროს.

 

“ანბანთქება” - თამრი ფხაკაძის ლექსების კრებული, რომელიც ფერად, ბალიშა
წიგნშია მოცემული და პატარებს სხარტი და მხიარული ლექსებით გაართობს.


“ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი” - ამ ასაკობრივ კატეგორიაში ბავშვი
ყველაზე მეტ კითხვას სვამს, მას ყველაფერი აინტერესებს: რამხელაა სპილო? საიდან
იქმნება ძაბვა? რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? ასეთ კითხვებს
პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი
ამოცანები კი რაც ამ წიგნშია მოცემული ბავშვის მიერ უკვე წაკითხულ მასალას
ამოწმებს მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და
სახალისოს ხდის.

 


6-დან 9 წლამდე
სკოლის მოსწავლეები ძალიან მარტივი წიგნების მიმართ ხანდახან უფრო
კრიტიკულები არიან ხოლმე, ისინი თავს უფრო “დიდად” გრძნობენ, ამიტომ
გადავწყვიტეთ, მათთვის შესაფერისი, უფრო “დიდების” წიგნები შეგვერჩია,
რომელიც კითხვას შეაყვარებთ:


“სამი ზღაპარი” - ძმები გრიმებისა და ვილჰელმ ჰაუფის უკვდავი ზღაპრები, რომელიც
ათწლეულებია, იბეჭდება და ყოველთვის იწვევს ბავშვების ინტერესს. ეს მარტივად
ჩახლართული და საინტერესო ისტორიებია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დიდი
პოპულარობით სარგებლობს.


“ჰერაკლე უძლიერესი ადამიანი და სხვა ბერძნული მითები” - ჰერაკლე და ბერძნული
მითები არაერთი ცნობილი ანიმაციური ფილმის შთაგონება გამხდარა, ამიტომ ეს
ცნობილი სახელი 6-9 წლის ბავშვებისთვის საინტერესო უნდა იყოს. შეიძლება, ის
ისტორიებიც იპოვნონ, რაც მულტიპლიკაციურ ფილმებში უნახავთ.

 


9-დან 12 წლამდე


“ტომ სოიერის თავგადასავალი და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” - მარკ ტვენის
ნაწარმოებების ყველასთვის საყვარელი გმირები ახლა უკვე ილუსტრირებულ
გამოცემებშია, რაც ბავშვებს ორივე პერსონაჟის ცხოვრების წარმოდგენას კიდევ
უფრო უმარტივებს. თუ გადატვირთული სასწავლო გრაფიკის გამო ბავშვმა აქამდე
მათი წაკითხვა ვერ შეძლო, ახლა სწორედ შესაფერისი დროა.


“განძის კუნძული” - რობერტ ლუის სტივენსონის ასევე უკვდავი ნაწარმოები,
რომელიც მისტკურ, ხიფათით აღსავსე და საინტერესო ისტორიებს მოიცავს.
შეუძლებელია, მისი კითხვა დაიწყო და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო.

← უკან