გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

FAQ
კითხვა პასუხი
სასწრაფოდ მჭირდება დახმარება. როგორ მოვიქცე?

ამისთვის საუკეთესო გზაა დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 2 19-44- 88 ან მოგვწეროთ ონლაინ ჩატში.


როგორ მივიღო ფასდაკლება კონკრეტული ბიზნესისგან?

ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ხარისხიან მომსახურებასა და პროდუქციას ჩვენი საიტის მომხმარებლებისთვის. თუ თქვენთვის ცნობილია  ბიზნესი, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს  და გსურთ მიიღოთ მისგან ფასდაკლება,გთხოვთ, წაიკითხოთ გვერდი ”გვაცნობეთ ბიზნესზე”.


როდის შემიძლია გამოვიყენო ფასდაკლება?

ყველა ფასდაკლებას აქვს თავისი გამოყენების ვადა. ფასდაკლების გამოყენება შეგიძლიათ ფასდაკლების ძალაში შესვლიდან მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.(ვადა იხილეთ შეძენილ ვაუჩერში).

 


ფასდაკლების მისაღებად არის თუ არა აუცილებელი შევატყობინო ნაცნობებსა და მეგობრებს მიმდინარე ფასდაკლების შესახებ?

არ აქვს მნიშვნელობა, შეიძენენ  თუ არა ვაუჩერს თქვენგან მიღებული ინფორმაციის შედეგად.  თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ფასდაკლების ძალაში შესასვლელად საჭიროა გარკვეული, მინიმალური, რაოდენობის ვაუჩერების გაყიდვა. ასეთ შემთხვევაში, თქვენი მეგობრების ძალისხმევა შესაძლებელია დაგეხმაროთ თქვენ მიერ უკვე ნაყიდი ფასდაკლების ვაუჩერის გააქტიურებაში. იაქტიურეთ და მიიღეთ ფასდაკლება როგორც თქვენ, ისე თქვენმა მეგობრებმა და ნაცნობებმა.

 


არის თუ არა ფასიანი საიტით სარგებლობა და ანგარიშის შექმნა?

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ანგარიში და მიიღოთ დღიური ელექტრონული შეტყობინებები ფასდაკლებებზე აბსოლუტურად უფასოდ!  თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი პროფაილის გვერდზე ყოველგვარი საფასურის გარეშე  იხილოთ ინფორმაცია შეძენილ ფასდაკლებებზე.

 

 


რამდენი ვაუჩერის შეძენაა შესაძლებელი ერთი მომხმარებლისათვის?

თქვენი სურვილისამებრ, თქვენ  შეგიძლიათ შეიძინოთ ვაუჩერი თქვენი მეგობრებისთვისაც,  მაგრამ  ამ შემთხვევაშიც  შეკვეთა ფორმდება თქვენს სახელზე და ფიქსირდება  თქვენი პირადობის მოწმობის პირადი ნომერი. თანხის გადახდის შემდეგ ელ. ფოსტაზე მიიღებთ ვაუჩერს(ებს). მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება ფასდაკლების ძალაში შესვლის შემდეგ.ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებლისთვის ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია (მინიმალური რაოდენობა მითითებულია შეთავაზების დეტალურ აღწერაში).


რისთვის არის საჭირო ჩემი პირადობის მოწმობის პირადი ნომერი საიტზე რეგისტრაციის დროს?

ჩვენ დროდადრო გვაქვს ისეთი სახის აქციები, როდესაც გამყიდველის სურვილის თანახმად არ შეიძლება  ერთი პირის მიერ შეძენილ იქნეს ერთ ვაუჩერზე მეტი, რისი კონტროლიც  შესაძლებელია პირადობის მოწმობის მეშვეობით.ამასთანავე, პირადობის მოწმობა უზრუნველყოფს  გამოირიცხოს თქვენი ვაუჩერის გამოყენება  იმავე  სახელისა  და გვარის მქონე სხვა პირის მიერ.


როგორ მივიღო ფასდაკლება?

შეძენის პროცედურის შემდეგ თქვენ  მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებთ ვაუჩერის შეძენის დამადასტურებელ  შესაბამის კოდს. კოდის ნახვა ასევე შესაძლებელია თქვენს პროფილშიც, განყოფილებაში ”თქვენი პროფილი და ვაუჩერები”. ამობეჭდეთ  ან ჩაინიშნეთ კოდი და თქვენს პირადობის მოწმობასთან ერთად წარადგინეთ ადგილზე მომსახურების/პროდუქტის მისაღებად.

 


როგორ გადავიხადო?

გადახდა შესაძლებელია ორი გზით: 

  • პლასტიკური ბარათით;
  • პირადი ბალანსით (ბალანსის შევსება შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების  მეშვეობით).

იხილეთ: ”როგორ მუშაობს?

პლასტიკური ბარათით გადახდისათვის, ბარათს  ჩართული  უნდა  ჰქონდე ინტერნეტით გადახდის ფუნქცია. გადახდა ხორციელდება CartuBank-ის დაცული ინტერფეისის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს  თქვენი ტრანზაქციის აბსოლუტურ დაცულობას.


როგორ შევიძინო ვაუჩერი?

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო შემოთავაზება www.HotSale.ge- ის ვებგვერდზე და ფასდაკლების პირობების დეტალური განმარტების გვერდზე დაამატეთ იგი თქვენს კალათში.  იხილეთ: ”როგორ მუშაობს?


რა არის HotSale?

HotSale.ge არის ვებ-გვერდი, რომელიც გთავაზობთ  ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სხვადასხვა მომსახურებაზე ან/და პროდუქციაზე.