Hotsale.ge კორპორაციული HR კარნავალის სპონსორი გახდა

Hotsale.ge კორპორაციული HR კარნავალის სპონსორი გახდა

4027

Hotsale.ge HR Hub-ის მიერ ორგანიზებული კორპორაციული HR კარნავალის სპონსორია. ღონისძიება 16 იანვარს, 19:00 საათზე სასტუმრო KD Meta Restaurant - ში გაიმართება.

კოსტუმირებულ ღონისძიებაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ერთი დღით იქცნენ საყვარელი ფილმის ან წიგნის პერსონაჟად და კარნავალი დაუვიწყარ მოგონებად აქციონ.

საღამოს სპიკერი იქნება პაატა პაპავა, მთავარი თემა კი არის „კორპორაციული კულტურა და ღონისძიებები ორგანიზაციაში – რა? სად? როდის? და რატომ დავგეგმოთ?”

 

სპიკერი აუდიტორიას გაუზიარებს გამოცდილებას, მისცემს რჩევებს და ეცდება, მათ პასუხები აპოვნინოს შემდეგ კითხვებზე: რატომ ვატარებთ და როგორ შევარჩიოთ კორპორატიული ღონისძიება, „თიმბილდინგი“ ჩვენი ორგანიზაციისთვის? რა რეალურ სარგებელს ვიღებთ და როგორ ვზომავთ შედეგებს?!

დანაზოგების მასშტაბურ პლატფორმა Hotsale.ge-ის Hr hub თან მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ, ხოლო ამ კონკრეტულ ივენთზე მისულ სტუმრებს Hotsale.ge-ის სანტა ბევრ სიურპრიზს უმზადებს, ასევე გაიმართება სახალისო თამაში.

როგორც Hotsale.ge-ში განმარტავენ, მოხარულები არიან, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების პარტნიორები გახდნენ და კვლავაც გააგრძელებენ მასთან თანამშრომლობას:

„მოხარულები ვართ, რომ ამ მხიარული და ამავდროულად საქმიანი ღონისძიების პარტნიორები ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალთა მხარდაჭერა და მათი წახალისება,“ - აღნიშნეს Hotsale.ge-ში.

ღონისძიებაზე დასასწებად მთავარი მოთხოვნაა დრესკოდი, უფრო კონკრეტულად კი სტუმრები რომელიმე წიგნის ან ფილმის კოსტიუმებში უნდა იყვნენ გამოწყობილი.