კატეგორიები
7
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
სუპერმარკეტი ჩამოსაშლელი სია
წიგნები
განათლება
საკვები პროდუქტები
ჰიგიენა, სამედიცინო პროდუქცია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
აფთიაქი
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

იმოგზაურე საქართველოში

ნახვების რაოდენობა 587

საქართველო თავის ადგილმდებარეობითა და ისტორიით, მარტივად ნუსხავს უცხოელ ტურისტებსა და შიდა ექსკურსანტებს.

ქვეყანაში არაჩვეულებრივი კლიმატია 4 -ვე სეზონზე სამოგზაუროდ,  რაც ხელის შემწყობი ფაქტორია ტურიზმის განვითარებისთვის. მინდა გირჩიოთ ადგილები, სადაც მოახერხებთ როგორც მოგზაურობას და ქვეყნის  ღირსშესანიშნაობების ნახვას, ასევე შეძლებთ დაისვენოთ კომფორტულად.

კახეთი _ არის  ადგილი, რომელსაც ფრანგი არქეოლოგი ბარონ დე ბაი მოიხსენიებდა, როგორც საქართველოს ედემს. აქ არაერთი მონასტერი და ციხესიმაგრეა, თითოეული მათგანი ძველი ისტორიისა და ტრადიციის მატარებელია. კახეთი აქტიურია კულტურული ტურიზმით დაინტერესებულათვის. ასევე წარმატებით ვითარდება ღვინის ტურიზმი  და როგორც წესი  ადგილობრივები გაზაფხულიდან იწყებენ მზადებას, რომ ძლიან ბევრი უცხოელი სტუმარი მიიღონ და ღირსეულად უმასპინძლონ მათ.

 

 

ყაზბეგი _ ბუნების მოყვარულთათვის არაჩვეულებრივი ადგილია. კავკასიონის ხედებში გახვეული ყაზგები ულამაზესია ოთხივე სეზონზე. აქ აუცილებლად უნდა ნახოთ გერგეთის სამება. თუ გსურთ სუნთქვის შემკვრელი პეიზაჟების ნახვა და თან ლამაზი სურათების გადაღებაც გიყვართ, ეს ადგილი თქვენთვისაა. 

სვანეთი _ ეს არის ისტორიული მხარე, რომელიც ინახავს უძველეს ტრადიციებს. შუა საუკუნეებში აგებული საყარაულო კოშკები, გვეხმარება ამ პერიოდის  ვიზუალიზაციაში. სვანეთში მოგზაურობის დროს, შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც დაცულია ქართულ-ჭედური ხელოვნების ნიმუშები, ქართული დამწერლობის ძეგლები და ა.შ. 

წყალტუბო _ გარდა იმისა რომ „ბალნეოლოგიური“ კურორტია, სადაც წარმატებით მკურნალობენ ტალახისა და მზის აბაზანებით, ასევე აქ შეგიძლიათ ნახოთ „პრომეთეს მღვიმე“, რომელიც აღმოაჩინეს 1984 წელს. მღვიმე, ულამაზესი განათების წყალობით, კიდევ უფრო თვალწარმტაცი და იდუმალი ხდება დამთვალიერებელთათვის. 

 

წყალტუბოსთან ძალიან ახლოს, შეგიძლიათ ნახოთ გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დაცულია „იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით“. 

ბათუმი _ თანამედროვე საქართველოს სახეა. ქალაქი სადაც შეგიძლიათ ნახოთ უძველესი  კულტურული ძეგლები, ბოტანიკური ბაღი, მუზეუმები, დელფინარიუმი, ევროპული მოედნები, ზღვისპირა ბულვარი, ალი და ნინო და სხვა. ბათუმი ერთი დიდი სანახაობაა. აქ შეგიძლიათ გაერთოთ საუკეთესოდ, თქვენთვის საინტერესო სივრცეებში. 

ბაკურიანიკურორტი ყველა სეზონზე აქტუალურია. ბაკურიანი გაშლილია ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან „მუხერიდან“ ამონთხეული ლავითაა განპირობებული. ბაკურიანში უნდა ნახოთ „ბოტანიკური ბაღი“ , ბევრი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე და წამოიღოთ ბუნებისგან მიღებული ენერგიები. ზამთარში, აქტუალურია სრიალის მოყვარულთათვის, გაზაფხულზე ნაძვის დამტვერიანება იწყება და კურორტზე მიეშურებიან ოჯახები, პატარა ბავშვებით.

 

 

გახსოვდეს #ჯერჰოთსეილზენახე #დაზოგვაგონივრულია <3

 

 

← უკან