კატეგორიები
12
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
სასტუმროები ჩამოსაშლელი სია
თავის მოვლა ჩამოსაშლელი სია
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
სავარჯიშო აქსესუარები
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
სახლი და ეზო ჩამოსაშლელი სია
კვება ჩამოსაშლელი სია
ალკოჰოლი ჩამოსაშლელი სია
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
სუპერმარკეტი ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

როგორ გავირუჯოთ სწორად და უსაფრთხოდ

ნახვების რაოდენობა 607

 რუჯის მიღებამდე ჯობს, რომ დალიოთ ნატურალური წვენები და წყალი, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოვანება.

მზემ რომ არ გვავნოს, თანდათანობით უნდა გაირუჯოთ. პირველ ჯერზე 20 წუთიც კი საკმარისია.

გარუჯვამდე საჭიროა მოამზადოთ კანი, წინა დღეს გაიხეხეთ მთლიანი სხეული სპეციალური სკრაბით, რათა მოიშოროთ მკვდარი უჯრედები, ეს თანაბარი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ

გარუჯვისთვის საუკეთესო დროა დილის 10 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ. აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი გასარუჯი საშუალება, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების დამცავს UVA, UVB (UVA/B) და მზის დამცავს SPF.

მზის დამცავი წყალთან კონტაქტისას ირეცხება, ამიტომ წყლიდან ყოველი ამოსვლისას ხელახლა წაისვით. თუ წყალში ჩასვლა არ გიწევთ, ყოველ 2 საათში განიახლეთ დამცავი. მზეზე ერთ პოზაში დიდხანს არ იწვეთ, 5-15 წუთში ერთხელ იცვალეთ მიმართულება.

 

როდესაც კანს მივაჩვევთ მზის სხივებს, შეგვიძლია გამოვიყენოთ რუჯის გამაძლიერებელი ზეთები. გარუჯვის შემდეგ მიიღეთ ცივი შხაპი და აუცილებლად კარგად დაიტენიანეთ კანი. გირჩევთ დამატენიანებელი კრემები გამოიყენოთ. იმისათვის, რომ ჩვენი ნამზეური უფრო შესამჩნევი გახდეს, წაისვით ტანის შიმერი. 

 

   

ზაფხულში ბავშვის კანს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, იხმარეთ კრემი პარფიუმის, საღებავის და კონსერვანტების გარეშე, რადგან შეიძლება გააღიზიანოს ბავშვის მგრძნობიარე კანი.

 მზისგან დამცავი საშუალება უნდა იყოს აუცილებლად SPF30 ან SPF50  ფილტრით, რომელიც დაატენიანებს, დაარბილებს და დაიცავს  კანს ულტრაიისფერი სხივებისგან. თავიდან წაუსვით წყალთან კონტაქტის მერე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყალგაუმტარია

 

← უკან