კატეგორიები
12
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
ტელეფონები ჩამოსაშლელი სია
ტექსტილი ჩამოსაშლელი სია
კერძები მიტანით ჩამოსაშლელი სია
სასტუმროები ჩამოსაშლელი სია
თავის მოვლა ჩამოსაშლელი სია
სავარჯიშო აქსესუარები
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
ტექნიკა ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა
სახლი და ეზო ჩამოსაშლელი სია
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
წიგნები
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

რა არის სატურაცია და მის რა მაჩვენებელზეა საჭირო ჰოსპიტალიზაცია?

რაც კორონავირუსული პანდემია დაიწყო, სიტყვა "სატურაცია" ხშირად გვესმის და მაინც რას აღნიშნავს ეს ტერმინი და რატომ არის ასე საყურადღებო კორონავირუსული ინფექციის დროს?

სატურაცია სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელია. როგორც უკვე ყველამ კარგად ვიცით, კორონავირუსული ინფექციის ერთ-ერთი ვერაგი გართულება ვირუსული პნევმონიაა, რომლის მძიმე მიმდინარეობის დროს მკვეთრად ქვეითდება სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი ანუ სატურაცია და სწორედ ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს პნევმონიის სიმძიმეს, როცა სხვა კვლევის ჩატარება ბინაზე ვერ ხერხდება.

სატურაციის გასაზომად მეტად მარტივი მოწყობილობა - პულსოქსიმეტრი გამოიყენება, რომლის გადამწოდი თითზე მაგრდება და ეკრანზე რამდენიმე წუთში ჩნდება სატურაციის მაჩვენებელი. ასევე ჩანს პულსის მაჩვენებელიც.

სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები შეიცავს ცილა ჰემოგლობინს, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი ორგანიზმში. როცა პულსოქსიმეტრი გვაჩვენებს 96%-ს, ეს ნიშნავს, რომ ჰემოგლობინის 96%-ს გადააქვს ჟანგბადი, 4%-ს კი - არა.
სატურაციის მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრება, სჭირდება თუ არა პაციენტს ჟანგბადის მიწოდება და ასევე საჭიროა თუ არა ჰოსპიტალიზაცია. ჯანმრთელ ადამიანს ეს მაჩვენებელი 95% ან მეტი უნდა ჰქონდეს. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონეთ სატურაცია შედარებით დაბალი აქვთ-ხოლმე და ორგანიზმი ადაპტირებულია ჟანგბადის ასეთ კონცენტრაციასთან.
 
თუ კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტს აქვს სატურაცია 93%-ზე დაბალი, ამასთან სუნთქვის სიხშირე აქვს წუთში 30-ზე მეტი და მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
 
 რა უნდა გავითვალისწინოთ სატურაციის გაზომვისას?
 
საკმაოდ ხშირად რისკ-ჯგუფში მყოფი პაციენტები თავად ზრუნავენ სატურატორის შოვნასა და გამოყენებაზე, თუმცა ხშირია არასწორად გაზომვის და ცრუ განგაშის შემთხვევები. სატურაციის გაზომვისას აუცილებელია დავიცვათ შემდეგი წესები:

  • უნდა ვიყოთ მშვიდად.
  • დავჯდეთ.
  • გაზომვა უნდა წარმოებდეს 3-4 წუთის განმავლობაში, რადგან პირველი მაჩვენებლები ხშირად არასწორია.

რამ შეიძლება გამოიწვიოს სატურაციის არასწორად გაზომვა:

  • თუ პაციენტს აქვს ცივი თითი.
  • თუ ფრჩხილზე უსვია ლაქი, განსაკუთრებით - ლაქის სქელი ფენა. ჯერ უნდა მოიშოროთ ის და მერე გამოიყენოთ პულსოქსიმეტრი.
  • თუ სატურატორის ელემენტი ჯდება, ის დაბალ მაჩვენებელს გაჩვენებთ.

რაც მთავარია, შეუძლებელია ადამიანს დაბალი სატურაცია ჰქონდეს და მას არავითარი სიმპტომები არ აწუხებდეს, მას უნდა ჰქონდეს ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდში ან მსგავსი სიმპტომები. თუ ასეთი არაფერი გაქვთ და სატურაციის მაჩვენებელი დაბალია, სავარაუდოდ რაღაცას არასწორად აკეთებთ. გადაამოწმეთ კიდევ რამდენჯერმე და თუ მეორე გაზომვაზე სხვა მაჩვენებელი მიიღეთ, შეგიძლიათ დამშვიდდეთ.


თუ ჟანგბადის დეფიციტს ყურადღებას არ მივაქცევთ, იგი შეიძლება გაღრმავდეს და განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, რაც საკმაოდ მძიმე გართულებაა.
 

← უკან