კატეგორიები
14
მალე პროფილი FACT SHEET
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
ტელეფონები ჩამოსაშლელი სია
საახალწლო შეთავაზებები ჩამოსაშლელი სია
ტექნიკა ჩამოსაშლელი სია
ტურიზმი ჩამოსაშლელი სია
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
კვება ჩამოსაშლელი სია
გართობა ჩამოსაშლელი სია
სპორტი ჩამოსაშლელი სია
თავის მოვლა ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
სახლი და ეზო ჩამოსაშლელი სია
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები ჩამოსაშლელი სია
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

რა ადგილები უნდა მოინახულო კახეთში 2 დღიანი ტურის დროს?

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა თავისი მრავალფეროვანი კულტურით, ღირსშესანიშნავი ადგილებითა და ისტორიით. დღეს, კონკრეტულად, აღმოსავლეთო საქართველოს მშვენებაზე - კახეთზე - ვისაუბრებთ.

მინდა, გაგიზიაროთ, ის რამდენიმე ადგილი, რომელიც კახეთს და არა მარტო მას, მთლიანად საქართველოს სხვა თვალით დაგანახებს. ასევე, ორ დღიანი ტურის შემთხვევაში დაგეხმარება, რომ მარტივად დაგეგმო მთლიანი ტური და არ გამოგრჩეს ის ღირსშესანიშნავი ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულო.

არ დაგავიწყდეს, რომ  Hotsale.ge-ზე Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში დამატებით 30%-იან დანაზოგს მიიღებ, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და ხელმისაწვდომს ხდის. გახსოვდეს, რომ დაზოგვაზე ჭკვიანური კიდევ უფრო მეტის დაზოგვაა.

გამოგვყევი და გაიგე უფრო მეტი Hotsale.ge-სთან ერთად.

#თელავი

იცოდი, რომ თელავის ცენტრში 900 წლიანი ისტორიის მქონდე ჭადარი დგას, რომელიც ფარნავაზ მეფემ დარგო?! ლეგენდის თანახმად, ჭადარს თუ სურვილს ჩაუთქვამთ, ის აუცილებლად აგიხდება.

გარდა 900 წლიანი ჭადრისა, აუცილებლად უნდა მოინახულო იყალთოს მონასტერი, რომელიც  VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს.

თუ ისტორიული მუზეუმების დათვალიერებაც გიყვარს, მაშინ  ერეკლე მეორის სასახლე არ უნდა გამოგრჩეს, რომელიც ნამდვილად დაგტოვებს ემოციების ქარცეცხლში თავისი დიდებულებით. ექსკურსიისგან დაღლილს, თუ შესვენებისთვის ღამის გასათევიც დაგჭირდება, გირჩევ, რომ „Samepho Hotel Telavi / სასტუმრო სამეფო“-ს ეწვიო. აქ მართლაც მეფისთვის შესაფერისი გარემო და პირობები დაგხვდება, თანაც 25%-იან დანაზოგსაც გააკეთებ, Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში კი დამატებით 30%-საც მიიღებ.

#ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია სავსეა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია გრემი, რომელიც შუა საუკუნეების კახეთის სატახტო ქალაქის ტიტულს ატარებს. გრემის კომპლექსი 1975 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალს წარმოადგენს, სადაც  2 056 ექსპონატია დაცული.

თუ პიკნიკის მოწყობა და ტბის პირას კოცონის დანთება გსურს, ილიას (ყვარლის) ტბა საუკეთესო ადგილია, თანაც ულამაზესი ხედი იშლება. ტბა რამდენიმე წლის წინ გაკეთდა და სახელი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად  დაარქვეს. ტბას ცალი მხრიდან გარს ერტყმის ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორები, ხოლო მეორე მხარეს გაშენებულია დასასვენებელი პარკი, კაფეები, რესტორნები და ველო ბილიკი.

კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმიც არ დაგტოვებს ემოციების გარეშე, აქ დაცულია 3 000 ექსპონატი. საექსპოზიციო სივრცის პირველ განყოფილებაში ოჯახის წევრთა სურათებია გამოფენილი, მეორე განყოფილება კოტე მარჯანიშვილის ქართულ თეატრში მსახიობობის პერიოდს ეთმობა, მესამე განყოფილება კი რუსულ სცენაზე მის სარეჟისორო მოღვაწეობას ასახავს.

თუ ყვარელში სტუმრობას გადაწყვეტ, რათა ამ ღირსშესანიშნავ ადგილებს ეწვიო და ქვეყნის დიად ისტორიას გაეცნო, გირჩევ, რომ „შატო ყვარელი“-ს ესტუმრო. სასტუმრო გაგიმასპინძლდება ულამაზესი ნომრებითა და უფრო შესანიშნავი ხედებით, თანაც ღვინის ტურსაც შემოგთავაზებს.

დაზოგე თანხა, დაისვენე და გაეცანი საქართველოს ისტორიულ ძეგლებს.

#!#

← უკან