X
კატეგორიები
12
მალე აქციები რუკაზე პროფილი Fact Sheet
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
კვება
სილამაზე
აუზი
გართობა
ჯანმრთელობა
სასტუმროები
ბავშვები
ავეჯი
ტექნიკა
განათლება
სხვადასხვა
წიგნები
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

← უკან

„ჰოთსეილი“ მომსახურების ხარისხს მუდმივად ზრდის - რა დახმარებას უწევს კომპანია პარტნიორებს

მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მომ­ხმა­რებ­ლის ძალა უფრო და უფრო იზ­რდე­ბა. მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის უკე­თე­სად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის შე­დე­გია, რომ დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკე­თესს სერ­ვისს იღებს. ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს ონ­ლა­ინ პლატფ­რო­მას hotsale.ge, რო­მელ­მაც უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში კონ­ცფე­ცია შე­იც­ვა­ლა. თუ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ „ჰოთ­სე­ი­ლი“ ბა­ზარ­ზე რო­გორც ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სა­ი­ტი პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ­და, დღეს კომ­პა­ნი­ის ძი­რი­თა­დი მი­სია და­ნა­ზო­გე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.

რო­გორც „ჰოთ­სე­ი­ლის“ მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ სო­სე­ლია გან­მარ­ტავს, ვე­ბპორ­ტა­ლის­საქ­მი­ა­ნო­ბისმთა­ვა­რი­მი­ზა­ნია, მომ­ხმა­რე­ბელ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ნი­მა­ლურ ფა­სად მი­ი­ღოს.მე­ო­რე მხრივ, ის გახ­და შუ­ა­მა­ვა­ლი და ხა­რის­ხის გა­რან­ტი მომ­ხმა­რე­ბელ­სა და კომ­პა­ნი­ებს შო­რის. მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც სა­იტ­ზე დევს, მომ­ხმა­რე­ბელ­მა სრულ­ყო­ფი­ლად მი­ი­ღოს.

hotsale.ge არა­ერთ კომ­პა­ნი­ას და­ეხ­მა­რა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი „კატ­რი­ნია.“ სა­ლო­ნი 4 წლის წინ გა­იხ­სნა და მა­შინ­ვე და­ი­წყო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა „ჰოთ­სე­ილ­თან.“ რო­გორც სა­ლო­ნის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მას არა მხო­ლოდ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ე­ზარ­და, არა­მედ მუდ­მი­ვად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხიც.

„მე­ო­თხე წე­ლია ბა­ზარ­ზე ვართ და საკ­მა­ოდ ბევ­რი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გვყავს. ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი „ჰოთ­სე­ი­ლის“ წვლი­ლი საკ­მა­ოდ დი­დია. პირ­ველ რიგ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­ზიდ­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა. კომ­პა­ნია შე­საძ­ლებ­ლო­ბას გავძლევს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან შე­ფა­სე­ბა მი­ვი­ღოთ და მათი აზრი გა­ვი­გოთ. დღეს ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მომ­ხმა­რებ­ლის­გან სრულ­ყო­ფი­ლი უკუ­კავ­ში­რის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბა კიმ­ცი­რე ზო­მის კომ­პა­ნი­ებს გვი­ჭირს. სწო­რედ ამი­ტომ არის „ჰოთ­სე­ი­ლის“ როლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვენ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. კომ­პა­ნია კი­დევ ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბით გვეხ­მა­რე­ბა. „ჰოთ­სე­ი­ლის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩემ­თან ერ­თად ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებ­საც ხვდე­ბი­ან და მათ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სერ­ვი­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან, უხ­სნი­ან თუ რა­შია მათი პრობ­ლე­მა და ურ­ჩე­ვენ, თუ რო­გორ უნდა გა­მო­ას­წო­რონ ის,“ - გან­მარ­ტავს „კატ­რი­ნის“ და­ფუძ­ნე­ბე­ლი.

სა­ლონ „კატ­რი­ნის“ მსგავ­სად, „ჰოთ­სე­ი­ლი“ კი­დევ არა­ერთ სა­ლონს და არამ­ხო­ლოდ სა­ლონს და­ეხ­მა­რა სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და დახ­ვე­წა­ში. „ჰოთ­სე­ი­ლი“ პარტნი­ო­რებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მის­ტი­უ­რი მყიდ­ვე­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბას სრუ­ლი­ად უფა­სოდ სთა­ვა­ზობს.

„დღეს ყვე­ლამ იცის, თუ რამ­ხე­ლა სარ­გე­ბე­ლი შე­უძ­ლია კომ­პა­ნი­ას მომ­ხმა­რებ­ლის გულ­წრფელ­მა რჩე­ვამ მო­უ­ტა­ნოს. „ჰოთ­სე­ი­ლის“ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რი მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შია ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელ­თან იმის­თვის, რომ მათ რე­ა­ლუ­რად და­ზო­გონ თან­ხე­ბი. და­ზოგ­ვა ნიშ­ნავს, რომ მათ ნაკ­ლე­ბი თან­ხის გა­დახ­დით უნდა მი­ი­ღონ სრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა და პრო­დუქ­ტი. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის კონ­ცეფ­ცი­ის ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ „ჰოთ­სე­ი­ლის“ ძი­რი­თა­დი მი­სია და­ნა­ზო­გე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გახ­და. სწო­რედ ამ ცვლი­ლამ შეც­ვა­ლა ის ძი­რი­თა­დი ბიზ­ნეს პრო­ცე­სე­ბიც, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ა­ში მი­დის. მა­გა­ლი­თის­თვის, მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რი თით­ქმის 30%-თან რე­კავს და ეკი­თხე­ბა, რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლია პარტნი­ო­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით. მე­ო­რე მხრივ, ვებგ­ვერ­დზე ჩარ­თუ­ლია რე­ი­ტინ­გე­ბის სის­ტე­მა და უმ­ცი­რე­სი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა,“ - გან­მარ­ტავს მა­რი­ამ სო­სე­ლია.

მომ­სა­ხუ­რე­ბის კი­დევ უფრო და­სახ­ვე­წად „ჰოთ­სე­ი­ლის­თვის“ თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და შე­ფა­სე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.კომ­პა­ნია კი კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნებს მომ­ხმა­რე­ბელს, რომ და­ზოგ­ვა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის ან პრო­დუქ­ცი­ის ნაკ­ლებ ფას­ში მი­ღე­ბას ნიშ­ნავს და დღეს სა­იტ­ზე სწო­რედ ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი დევს.