კატეგორიები
12
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
სასტუმროები ჩამოსაშლელი სია
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
თავის მოვლა ჩამოსაშლელი სია
კვება ჩამოსაშლელი სია
ტელეფონები
ტექნიკა ჩამოსაშლელი სია
გართობა ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
სახლი და ეზო ჩამოსაშლელი სია
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

Hotsale.ge-სა და Pro-Service-ის პარტნიორობით ქართული ბაზრისთვის ინოვაციური სიახლეები დაინერგა

ნახვების რაოდენობა 368

კომ­პა­ნი­ე­ბი - Hotsale.ge და Pro-Service გრძელ­ვა­დი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი გახ­დნენ. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა Hotsale.ge-ის უკვე არ­სე­ბუ­ლი ვებ-გვერ­დის დე­ვე­ლოპ­მენ­ტსა და სას­ტუმ­რო­ე­ბის მარ­თვის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, Hotsale.ge აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლებს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სერ­ვი­სის გა­მარ­ტი­ვე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას. მას მალე და­ე­მა­ტე­ბა უფრო დახ­ვე­წი­ლი სას­ტუმ­როს ნომ­რის და­ჯავ­შნის სის­ტე­მაც, რაც დას­ვე­ნე­ბის მსურ­ვე­ლებს მეტ კომ­ფორ­ტს შე­უქ­მნის. მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ერ­თდრო­უ­ლად და­ჯავ­შნოს სას­ტუმ­რო და ამავდრო­უ­ლად, გა­ა­კე­თოს და­ნა­ზო­გი.

ასე­ვე, სას­ტუმ­რო­ე­ბის მარ­თვის სის­ტე­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლით გა­ა­მარ­ტი­ვებს მიკ­რო და მაკ­რო მე­ნე­ჯმენტს. გარ­და ჯავ­შნე­ბი­სა, მისი მეშ­ვე­ო­ბით გა­კეთ­დე­ბა ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის სის­ტე­მა, სტა­ტის­ტი­კის წარ­მო­ე­ბა, ჩვე­ნე­ბა და ანა­ლი­ზი, დრო­ი­სა და თა­რი­ღე­ბის მი­ხედ­ვით თა­ნამ­შრო­მელ­თა და­ვა­ლე­ბე­ბის გა­წე­რა და შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით იქამ­დე ჩვე­ნე­ბა, სა­ნამ არ შეს­რულ­დე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ახა­ლი პრო­ექ­ტი რო­გორც სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის, ისე დამ­სვე­ნებ­ლის­თვის და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ცე­მა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

 

Pro-Service-ის მომ­ხმა­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ლე­ვან ნატ­როშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ Hotsale.ge-ის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბაა, რად­გან იმუ­შა­ვეს მას­შა­ბურ პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენს. მი­სი­ვე თქმით, ორი­ვე პარტნი­ო­რის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია მომ­ხმა­რებ­ლის­თვის და­მა­ტე­ბი­თი კომ­ფორ­ტის შექ­მნა და მო­ხა­რუ­ლე­ბი არი­ან, რომ Hotsale.ge-სთან ერ­თად, ამის გა­კე­თე­ბა შეძ­ლეს.

„ჩვენ­თვის Hotsale.ge-ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პრეს­ტი­ჟის სა­კი­თხიც არის, რად­გან საქ­მე გვაქვს დიდ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. მათი კომ­ფორ­ტის შექ­მნა­ში კი უკვე Pro-Service-იც იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

Hotsale.ge-ზე სას­ტუმ­რო­ე­ბის და­ჯავ­შნის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფა­ზე მუ­შა­ო­ბა თით­ქმის დას­რულ­და. ლე­ვან ნატ­როშ­ვი­ლის თქმით, ორი კომ­პა­ნი­ის აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია, რომ მალე მომ­ხმა­რე­ბე­ლი ერთ ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რით შეძ­ლებს რო­გორც და­ნა­ზო­გის, ისე სას­ტუმ­როს ჯავ­შნის შე­ძე­ნას და ამის­თვის და­მა­ტე­ბი­თი დრო­ის და­ხარ­ჯვა არ დას­ჭირ­დე­ბა.

„Hotsale.ge არის პირ­ვე­ლი, ვინც ასეთ პრო­ექ­ტზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ეს ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბით შედ­გა. შე­იქ­მნა სას­ტუმ­როს მარ­თვის სრულ­ყო­ფი­ლი სის­ტე­მა, რო­მელ­საც მოჰ­ყვე­ბა ჯავ­შნის სის­ტე­მაც. ეს არის ორი კომ­პა­ნი­ის ერ­თობ­ლი­ვი შე­თა­ვა­ზე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, რო­მელ­თაც ვფიქ­რობ, ამ­გვა­რი კომ­ფორ­ტის შექ­მნა სჭირ­დე­ბო­დათ. მომ­ხმა­რებ­ლებს და­ნა­ზო­გის შე­ძე­ნის შემ­დეგ, ნომ­რის და­სა­ჯავ­შნად სას­ტუმ­რო­ში უწევ­დათ და­რეკ­ვა და დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბა, ვებ-გვერ­დზე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ჯავ­შნის სის­ტე­მა კი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, თა­ვად და­ათ­ვა­ლი­ე­როს, რო­მე­ლი ნომ­რე­ბი დრო­ის რა მო­ნაკ­ვეთ­შია თა­ვი­სუ­ფა­ლი და მარ­ტი­ვად და სწრა­ფად გა­ა­კე­თოს შე­ნა­ძე­ნი. ჩვე­ნი პრო­ექ­ტი“, - აღ­ნიშ­ნავს ლე­ვან ნატ­როშ­ვი­ლი.

Hotsale.ge-ის ოპე­რი­რე­ბის 9-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ხელს უწყობს და­ნა­ზო­გე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას. Pro-Service კი - უკვე მე-20 წე­ლია, ვებ-დი­ზა­ი­ნის, ჰოს­ტინ­გი­სა და კო­ლო­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა ბიზ­ნესს უწევს მომ­სა­ხუ­რე­ბას. ორი­ვე კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია, მომ­სა­ხუ­რე­ბა უფრო სწრა­ფი, მოქ­ნი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი და გა­ხა­დოს.

← უკან