კატეგორიები
7
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
სუპერმარკეტი ჩამოსაშლელი სია
წიგნები
განათლება
საკვები პროდუქტები
ჰიგიენა, სამედიცინო პროდუქცია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
აფთიაქი
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

5 საუკეთესო სასტუმრო ზამთრის შვებულების გასატარებლად

ნახვების რაოდენობა 1367

თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ სად გაატაროთ თქვენი ზამთრის შვებულება, ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში, გონევრული დანაზოგის საფუძველზე.

მაშ ასე წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო სასტუმროს ჩვენი ქვეყნის საკურორტო ზონაში:

"ბაკურიანი ინნ" 

ბაკურიანი ინნ ორირენტირებულია თქვენს კომფორტზე, მთავარი მისიაა სტუმრებს გაუწიოს მაღალი ხარისხის მომსახურება. გარდა იმისა, რომ სასტუმროში არის მაღალი დონის ოთახები და ლუქს აპარტამენტები, ასევე არის საბავშვო, გასართობი სივრცე თქვენი პატარებისთვის. სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით, საუნით, სპა ცენტრით, გიმასპინძლებთ ტრადიციული კერძებით. სასტუმროშია 4 ბარი და თანამედროვე ტექნოლოგიებით  აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი. ასევე გაქვთ საშუალება ისარგებლოთ სერვისით, როგორიცაა უფასო ტრანსფერი სასტუმროდან საბაგიროებამდე და უკან. სასტუმრო მდებარობს ბაკურიანის  ცენტრში. გაატარე შვებულება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, 41%-მდე დანაზოგით.

"მარკო პოლო გუდაური" 

მარკო პოლო გუდაური ითვალისწინებს, ყველა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნებს და შესანიშნავად გამოსდის სივრცისა და მომსახურების თქვენზე მორგება. აქ კარგი დასვენებისა და გართობისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. თუ გსურთ ოჯახთან ერთად დასვენება და თან გართობასაც გეგმავთ, მარკო პოლო გთვაზობთ ბავშვებისათვის განკუთვნილ „საბავშვო კლუბს“, სადაც შეგეძლებათ თქვენი პატარების დატოვება გამოცდილ  ძიძასთან და ანიმატორებთან. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩოგბურთის კორტებით, ბოულინგის დარბაზით,ითამაშოთ ბილიარდი და „გასართობი ოთახი“, სადაც დიდებსაც შეუძლიათ განტვირთვა სრიალის შემდეგ.

"სნოუ პლაზა ბაკურიანი"

სასტუმრო, თავის იდეალური მდებარეობით, პარკთან ახლოს, კლასიკური ინტერიერითა და თანამედროვე დიზაინის სინთეზით, მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ოჯახის პატარა წევრებზე ზრუნვით, თავს შინ გაგრძნობინებთ. ასევე სასტუმროშია საუნა, სატრენაჟორო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი და საბავშვო სივრცე.  რაც მთავრია შეგიძლიათ დაზოგოთ ჭკვიანურად ჩვენი მეშვეობით.

"Bm Plaza Bakuriani"

კოხტა გორას მთის ხედებში ჩაძირული, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, მყუდრო და კომფორტული ნომრებით, იდეალური ქართული და ევროპული კერძებით, რომელიც ნამდვილად იქნება თქვენი კოკმფორტული დასვენების გარანტი. დაზოგე 50 % ჰოთსეილთან ერთად.

"გუდაური ინნ" 

 

მისი აივნებიდან კავკასიონის მთების შთამბეჭდავი პეიზაჟი იშლება. სასტუმროში, გარდა გართობის, დასვენების, კარგი მომსახურების და სამზარეულოსა, სივრცეშია შესანიშნავი საკონფერენციო დარბაზი, სადაც შეგიძლიათ ჩაატაროთ პრეზენტაციები, სემინარები, კონფერენციები, ბიზნეს შეხვედრები და ტრენინგებიც კი. 

#დაზოგეგონივრულად #ჯერჰოთსეილზენახე

← უკან