კატეგორიები
7
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
სუპერმარკეტი ჩამოსაშლელი სია
წიგნები
განათლება
საკვები პროდუქტები
ჰიგიენა, სამედიცინო პროდუქცია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
აფთიაქი
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

უნიკალური ციფრული მუზეუმი უკვე ჩვენს ქალაქშიც

ნახვების რაოდენობა 2519

გსმენიათ რამე ციფრულ მუზეუმზე? ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ დღევანდელ,   ციფრულ სამყაროში, უკვე მუზეუმიც კი გაციფრულდა.     

საუბარი მაქვს თბილისის  ციფრულ  სივრცეზე,  სადაც შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო შედევრების ციფრული ვარიანტები, ფუნჯების მაგივრად ნეონის ნათურებით განათებული, საღებავების ნაცვლად ლაზერებით გაფერადებული და ტილოს ნაცვლად ჰოლოგრამაში გაცოცხლებული. 

შეიძლება იფიქროთ, რომ ციფრულ მუზეუმში ნამდვილი ნახატები თავიანთ ავთენტურ ფორმებს კარგავენ, მაგრამ მათ სრულად არ აქვთ იმის პრეტენზია, რომ დუბლიკატები იყვნენ თავიანთი ნამდვილი ორეულებისა, არამედ პირიქით, ციფრული მუზეუმში ახალი სიცოცხლე ენიჭება მათ. თუ მუზეუმში ვან გოგის მზესუმზირები სტატიკურ მდგომარეობაში არიან ტილოზე დახატულები, თბილისის ციფრულ სივრცეში ისინი ქართან ერთად შრიალებენ, ხედავთ მათ რხევას და თითქოს ყვავილების თანამონაწილე თავადვე ხართ ამ კაშკაშა ხორუმში. ციფრულ მუზეუმში სურათი აღარაა  მხოლოდ ტილოზე, არამედ ერთი საერთო სივრცის ნაწილი ხდება, რომლის ცენტრში თქვენ იმყოფებით და ამ მრავალფეროვანი ნათებებისა და გამჭოლი ლაზერების თაიგულში, შეიძლება იმაშიც კი დაეჭვდეთ, ვან გოგის მზესუმზირა გააციფრულეს თუ თავად - თქვენ?

 

მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ვაჟა ფშაველას ხმელი წიფელის ციფრული ვარინტი და თუ ოდესმე გიფიქრიათ, როგორ ახერხებდა ვაჟა ბუნებასთან ასე დაახლოებას და ასეთი ნაწარმოებების წერას, გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ მისი ბუნებისა და სივრცის თანამონაწილე გამხდარიყავით, რაც მისი ასეთი უშრეტი ინსპირაციის წყარო იყო, ამის საშუალებას თბილისის ციფრული მუზეუმი გაძლევთ, მხოლოდ ძალიან განსხვავებული და ტექნოლოგიური ილუზიების საშუალებით. არ გამიკვირდება თუ ციფრულ წიფელებთან დროის გატარების შემდეგ, თქვენც ვაჟასავით ლექსების წერის სურვილი გაგიჩნდებათ.

ციფრული მუზეუმი ულამაზესი კონტრასტების სამყაროა, სადაც ერთმანეთს ხვდება ძველი და ახალი. ამ საოცარი კომბინაციისგან მიღებული შთაბეჭდილებები აუცილებლად ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.

ეწვიეთ თბილისის ციფრულ მუზეუმს მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კილომეტრი, სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლის მე-3 სართული. ამასთან, არ დაგავიწყდეთ #დაზოგვაჭკვიანურია და საუკეთესო შეთავაზებები #ჯერჰოთსეილზენახე

 

← უკან