კატეგორიები
13
მალე აქციები რუკაზე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
საახალწლო შეთავაზებები
კვება ჩამოსაშლელი სია
ალკოჰოლი ჩამოსაშლელი სია
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
გართობა ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
სასტუმროები ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
ავეჯი
ტექნიკა
სხვადასხვა ჩამოსაშლელი სია
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

ნახვების რაოდენობა 969

როგორ გავაკეთოთ სახლის პირობებში 3 ყველაზე ცნობილი კოქტეილი

კოქტეილი სასმელების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც იშვიათად ამზადებენ სახლში.  ამის მიზეზი კი ის არის, რომ ერთი შეხედვით, ის საკმაოდ რთული მოსამზადებელი ჩანს. თუმცა, ასე ნამდვილად არ არის - სწორი რეცეპტითა და ცოტაოდენი მონდომებით, მარტივად შეძლებთ კოქტეილის მომზადებას.

გთავაზობთ 3 ყველაზე ცნობილი კოქტეილის რეცეპტს, რომელთა მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.

მარგარიტა 

მარგარიტას შექმნის ისტორიის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას,რომ ის მექსიკური სასმელია. მის მოსამზადებლად ტეკილა დაგჭირდებათ, კოქტეილის ჭიქები კი სურვილისამებრ მარილით ან შაქრით უნდა გააფორმოთ.

ინგრედიენტები:


•    მექსიკური ტეკილა `სენოტე-ბლანკო`  - 150 მლ;
•    ფორთოხლის წვენი - 150 მლ;
•    ლაიმის წვენი - 150 მლ;
•    წყალი - 180 მლ.

მომზადების წესი:

შეიკერში ჩაასხით წყალი, ტეკილა, ლიქიორი, ლაიმის წვენი და ფორთოხლის ლიქიორი. კარგად შეანჯღრიეთ. შედგით რამდენიმე საათით მაცივარში. ჩაყარეთ კოქტეილის ჭიქებში ყინულები და ჩამოასხით სასმელი.

 

მოხიტო

მოხიტოს მომზადების იდეა კუბაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა. თუმცა, ეს სასმელი მალევე გავრცელდა და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ევროპასა და ა.შ.შ-ში. მოხიტოს მთავარი ინგრედიენტი რომია.

ინგრედიენტები:

   ყინული - 1 ჭიქა
•    ლაიმი - 1/2
•    პიტნა - 6-10 ფოთოლი
•    ამერიკული რომი - 30-40 მლ
•    გაზიანი წყალი - 125 მლ

მომზადების წესი:

დიდ ჭიქაში მოვათავსოთ პიტნის ფოთლები და ოთხად გაჭრილი ლაიმის ნაჭრები, მსუბუქად დავსრისოთ, დავამატოთ შაქარი, მოვურიოთ. შემდეგ  ავავსოთ ჭიქა ყინულით, დავასხათ რომი და გაზიანი წყალი.
გემრიელად მიირთვით!

 

სისხლიანი მერი

 ალბათ რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ერთხელ მაინც არ გაუსინჯავს ,,სისხლიანი მერი“. არავინ იცის,სად და როდის მომზადდა ის პირველად, თუმცა,  გავრცელებული აზრით, ის ჯერ რომით მზადდებოდა, საბოლოოდ კი რომი არყით ჩანაცვლდა.

ინგრედიენტები:


•    ყინული - 1 ჭიქა
•    ტაბასკოს სოუსი- 200 მლ
•    ლიმონის წვენი 
•    მარილი
•    პილპილი - მწიკვი
•    პრემიალური არაყი -  60 მლ
•    პომიდვრის წვენი - 120 მლ

მომზადების წესი:

ყინული მოათავსეთ ჭიქაში, დაამატეთ ტაბასკო, 1 ნაჭერი ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ არაყი, პომიდვრის წვენი და კარგად აურიეთ. კოქტეილი მზადაა!

 

← უკან