კატეგორიები
15
მალე პროფილი FACT SHEET
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
სააღდგომო
შოკ აქციები ჩამოსაშლელი სია
დღის შეთავაზება ჩამოსაშლელი სია
ტელეფონები ჩამოსაშლელი სია
ტურიზმი ჩამოსაშლელი სია
კვება ჩამოსაშლელი სია
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
სპორტი ჩამოსაშლელი სია
თავის მოვლა ჩამოსაშლელი სია
ტექნიკა ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
სახლი და ეზო ჩამოსაშლელი სია
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

„ელიტელი“ „ჰოთსეილის“ ახალი პარტნიორია.

თანამშრომლობის ფარგლებში ელექტრონული კომერციის წამყვან ვებგვერდზე „ელიტელის“ შეთავაზებები მუდმივად განახლდება. სპეციალური შეთავაზებებით ხარისხიანი, ბრენდული ტექნიკის შეძენა მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება. შეთავაზებები მოიცავს როგორც მსხვილ, ისე წვრილ საოჯახო ტექნიკას.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ელიტელი" უკვე 23 წელია, რაც სამომხმარებლო ბაზარზე მოღვაწეობს. დღეს კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია მსოფლიოს უმსხვილესი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ბრენდები, როგორიცაა: Bosch, Gorenje, Apple, Samsung, Delonghi, Dyson, LG, Sony, Philips, Acer, Lenovo და სხვა. ელიტელი წარმოადგენს Apple-ის ავტორიზებულ პარტნიორს საქართველოში, Bosch-ის, Gorenje -ის, Hitachi -ს და Delonghi-ს ექსკლუზიურ და ერთადერთ წარმომადგენელს და ასევე, Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორს.

 ეს უკვე ტექნიკის მაღაზიათა მეორე მსხვილი ქსელია, რომელიც „ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა. ცოტა ხნის წინ კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო „ტექნობუმთან“, რომლის საინტერესო და მრავალფეროვანი შეთავაზებებით „ჰოთსეილის“ მომხმარებლები უკვე სარგებლობენ. „ტექნობუმი“ 2010 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე და დღემდე ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ტექნიკის გაყიდვებში. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ტელევიზორების, აუდიო და ვიდეო ტექნიკის, საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

„ჰოთსეილის“ საქმიანობის მთავარი სტრატეგიაა, მომხმარებელს მრავალფეროვანი სპეციალური შეთავაზებები და სიახლეები შესთავაზოს. მუდმივად განახლებადი იქნება „ელიტელისა“ და „ტექნობუმის“ შეთავაზებებიც. არ გამოგრჩეთ სპეციალურად „ჰოთსეილის“ მომხმარებლისთვის შექმნილი შეთავაზებები და განახლებული ფასები, რაც გონივრული დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას გაძლევთ. კომპანია ზრუნავს, რომ მომხმარებლისთვის შეძენის პროცესი მარტივი და სასიამოვნო იყოს.

დაზოგვა ჭკვიანურია, ჯერ ჰოთსეილზე ნახე!

#!#

← უკან