კატეგორიები
13
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
სასტუმროები ჩამოსაშლელი სია
აუზი
ტელეფონები
გართობა ჩამოსაშლელი სია
თავის მოვლა ჩამოსაშლელი სია
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
სახლი და ეზო ჩამოსაშლელი სია
კვება ჩამოსაშლელი სია
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
სუპერმარკეტი ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

5 სასტუმრო სადაც ოთხივე სეზონზე შეძლებთ კომფორტულად დასვენებას

ნახვების რაოდენობა 1302

მინდა მოგიყვეთ სასტუმროებზე, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეძლებთ დასვენებას, რათა აღიდგინოთ ენერგია და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი გინივრული დანაზოგის საფუძველზე არის შესაძლებელი. 

დასვენების აუცილებლობაზე ექიმებიც საუბრობენ, თუ როგორი სასიკეთოა, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის.  სწორედ ამიტომ მინდა მოგიყვეთ სასტუმროებზე, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეძლებთ დასვენებას, რათა აღიდგინოთ ენერგია და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი გინივრული დანაზოგის საფუძველზე არის შესაძლებელი. 

"კასტელო მარე" 

"Castello Mare Hotel & Wellness Resort"- პრემიუმ კლასის სასტუმროა, რომელიც მდებარეობს ბათუმთან ძალიან ახლოს, ციხისძირში. მისი ვიტრაჟულ-პანორამული ხედები შეჭრილია ზღვაში. დახვეწილ და კომფორტულ ნომრებში იგრძნობა კიპარისებისა და ზღვის საამო სურნელის ტანდემი. 

სასტუმროს აქვს ერთი ღია, უსასრულო აუზი, რომელიც პასუხობს თანამედროვე ტენდენციებს (ზღვაში შეჭრის ილუზიით) და ერთი დახურული აუზი. სასტუმროში შესაძლებელია ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი თერაპიების ჩატარებაც.

"კასტელო მარე" აქტიურია ოთხივე სეზონზე და სეზონისათვის თემატურ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას, როგორიცაა "მანდარინობა", ასევე მასპინძლობს კორპორატიულ წვეულებებს.

 

 

"ბაბანეურის მარანი" 

ძველი, ციხე-კოშკური სტილისა და თანამედროვე კომფორტის იდეალური ტანდემი. მდებარეობს თვალუწვდენელ სივრცეში, რომელსაც თითქოს ჰორიზონტიც არ აქვს. სივრცის მაქსიმალური შეგრძნებით, სიმსუბუქეს იძენთ და ჰარმონიაში მოდიხართ ბუნებასთან. 

სასტუმრო აქტიურია ოთხივე სეზონზე. ქართულ-ტრადიციული ღონისძიებებით, ღვინის დეგუსტაციითა და ქართული ცეკვებით, იპყრობს დამსვენებლების გულს. ასევე აქვს საკონფერენციო დარბაზი, სადაც იმართება ბიზნეს შეხვედრები და სხვადასხვა საგანმანათლებლო სემინარები. 

 

"ყვარლის ედემი"

სასტუმრო თავის უდიდესი ბაღით,  ინტერიერითა და კომფორტული სივრცით,  ნამდვილად ამართლებს მისი სახელისგან გამოწვეულ მოლოდინს.

სასტუმრო "ყვარელი ედემის" ბაღი, ხშირად მასპინძლობს ახალდაქორწინებულებს და ინახავს მათ ტკბილ მოგონებებს.

@copywrite W-Art

    აღსანიშნავია, რომ „ყვარლის ედემი“ ხშირად მასპინძობს ბიზნეს შეხვედრებსა და სემინარებს,  საკონფერენციო დარბაზში, რომელიც აღჭურვილია მაღალი ხარისხის ტექნოლგიებით. სასტუმროს აქვს ერთი ღია და ერთი დახურული აუზი, წყლისა და ცურვის მოყვარულთათვის.

 

"ჰილტოპ ბაკურიანი"

     ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტია, სადაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰაერია. სწორედ ამ საკურორტე ზონაში დასვენება საინტერესოა, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტებისათვის. 

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო "ჰილტოპ ბაკურიანის" დახვეწილი გარემო აკმაყოფილებს ყველანაირი გემოვნების სტუმრის მოთხოვნას. 

სასტურმო "ჰილტოპ ბაკურიანს" აქვს საკონფერენციო დარბაზიც ბიზნეს შეხვედრებისთვის.

"სნოუ პლაზა"

სნოუ პლაზაში არის ყველანაირი პირობა ჩვენი სრულყოფილი დასვენებისთვის.  სრიალისგან დაღლილს, დღის ბოლოს შიდა აუზში ლივლივის საშუალებაც გაქვთ და ძალების აღსადგენად სპა თერაპიებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. ასევე სასტუმროს აქვს საუნა, სატრენჟორო დარბაზი და საკონფერენციო დარბაზი.

მათ არც პატარების კომფორტზე ზრუნვა დავიწყებიათ,  სასტუმროში არის ბავშვებისთვის შექმნილი სივრცე, სადაც ჩვენს პატარებს შეუძლიათ გართობა.

 

#ჯერჰოთსეილზენახე

#დაზოგვაგონივრულია

 

← უკან