კატეგორიები
12
მალე აქციები რუკაზე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
კვება ჩამოსაშლელი სია
ალკოჰოლი ჩამოსაშლელი სია
სილამაზე ჩამოსაშლელი სია
გართობა ჩამოსაშლელი სია
ჯანმრთელობა ჩამოსაშლელი სია
სასტუმროები ჩამოსაშლელი სია
განათლება ჩამოსაშლელი სია
წიგნები
ბავშვები ჩამოსაშლელი სია
ავეჯი
ტექნიკა
სხვადასხვა ჩამოსაშლელი სია
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

ნახვების რაოდენობა 51

პრემიუმ კლასის შეთავაზებები Hotsale.ge -სგან

მოგეხსენებათ, ყველა წარმატებული ბიზნესი ლოიალურ და კმაყოფილ მომხმარებელზე დგას. ამასთან, მომხმარებლის ბედნიერების და შესაბამისად, ლოიალობის მიღწევა ადვილი ნამდვილად არაა და ეს პროცესი დიდ ძალისხმევას საჭიროებს. როგორც „ჰოთსეილის“ დირექტორი თათული ზაკალაშვილი განმარტავს, მომხმარებლის ინტერესების დაცვა და მათზე მუდმივი ზრუნვა არის აღნიშნულის გარანტი.

„ჩვენს ვებგვერდზე ათასზე მეტი კომპანიის შეთავაზებაა წარმოდგენილი. პარტნიორებთან მუდმივად ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით. პრაქტიკულად, ჩვენ მათი მისტიკური მომხმარებლები ვართ. მუდმივად ვიკვლევთ მომხმარებლის კმაყოფილებას, მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ვადგენთ საუკეთესო სტრატეგიას, რომელზეც ვმუშაობთ პარტნიორ კომპანიებთან ერთად უკეთესი 

 

შედეგის უზრუნველსაყოფად“, - განმარტავს კომპანიის დირექტორი თათული ზაკალაშვილი.

ვებგვერდი ეტაპობრივად იქცა ქვეყანაში დანაზოგების მასტიმულირებელ სივრცედ. ფასდაკლება არის დანაზოგის გაკეთების ინსტრუმენტი, ხოლო სრულფასოვანი სერვისის და პროდუქციის მიწოდება - მომხმარებლის ლოიალობის მოპოვების შესაძლებლობა.

„ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივცეთ რეალურად დაზოგვის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ზოგიერთი სერვისის და პროდუქციის მიმწოდებელი თვლის, რომ ფასდაკლების შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლოა არასრულფასოვანი მომსახურება და ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული დამოკიდებულება საზიანოა ყველასთვის და ასევე შეუთავსებელია ჩვენს კონცეფციასთან. მომხმარებელმა უნდა მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება და პროდუქცია და შესაბამისად, მან რეალური დანაზოგი უნდა გააკეთოს. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რისთვისაც ვებგვერდზე ყოველდღიურად ვამატებთ პრემიუმ-კლასის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს.

ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს. სწორედ ამიტომ დავნერგეთ სიახლე და ჩვენი მომხმარებლები სექტემბრიდან პრემიუმ-კლასის სერვისის და პროდუქციის მიმწოდებლებისგან იღებენ განსაკუთრებულ მოსაწვევებს და არა ფასდაკლების ვაუჩერებს“, - დაამატა კომპანიის დირექტორმა.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს სიახლე კიდევ უფრო დააახლოებს მათ მომხმარებელთან, შეუქმნის კომფორტს და მიანიჭებს იმ პრესტიჟს, რომელსაც ისინი მართლაც იმსახურებენ.

marao.ge, ambebi.ge და კვირის პალიტრა hotsale.ge -ს პრემიუმ სიახლეების შესახებ.

← უკან